18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ადგილობრივ მოსახლეობას განცდა აქვს დაუცველობის და უპატრონოდ დარჩენის - ბესელია გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის პროვიკაციას ქართული მხარე ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა, აუცილებელია, რომ ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

ბესელიას თქმით, მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს, რის გამოც, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ადგილზე უნდა ჩავიდნენ.

„ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, გასაგებია, რომ პროვოკაციებს, რომლებსაც მუდმივად მიმართავს ოკუპანტი მხარე, შეუძლებელია, რომ ძალისმიერი მეთოდები დაუპირისპირო, მაგრამ მეორე მხრივ, რომ იქ ადგილობრივ მოსახლეობას განცდა აქვს დაუცველობის და უპატრონოდ დარჩენის, აკლია ყურადღება და უნდა მეტი კომუნიკაცია მთავრობის მხრიდან, ეს არის პრობლემა. შეიძლება ეს მავთულხლართები, რომლებიც ამ პირობით საზღვარს ავლებს და აირს ყველაზე მტკივნეული რამ ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგრამ ის ხომ მაინც შესაძლებელია, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს სამთავრობო დონეზე ამ ადამიანებთან, რომ ასე დაუცველობის განცდით არ იყვნენ შეძრწუნებულები,“ - განაცხადა ბესელიამ.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები