18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი არის ეს არჩევნები მისთვის" - ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებს ელოდება 

ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებს ელოდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის გადამწყვეტი იქნება. ამიტომ, ივანიშვილი შეეცდება,  ცვლილება შეიტანოს. თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაანაცვლებს მათ შორის პრემიერ მინისტრ ბახტაძეს, რადგან მთავრობის ყველა წევრი არის ფიქტიური ფიგურა და რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„ამათზე დამყოლი და ამათზე ჭანჭიკა ადამიანებს ქართულ სამშენებლო თუ საბანკო სექტორში როგორ მოძებნის გასაკვირია. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი არის ეს არჩევნები მისთვის ვინაიდან ხედავს, რომ ფაქტობრივად საზოგადოების ნდობა "ქართული ოცნებისადმი" და ბიძინა ივანიშვილისადმი დავიდა უკვე ნულამდე. ბიძინა ივანიშვილის კომფორტი არის ის, რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ არ აიღოს შედეგებზე პასუხისმგებლობა, ამიტომ ის ერთხელ გაიქცა და მშვენივრად გრძნობს თავს და არ მგონია, რომ მეორეჯერ მან ლომის ხახაში, ანუ საზოგადოების ხახაში გაყოს თავი. თუმცა, ისედაც პასუხისმგებლობა მასზეა დაკისრებული ამიტომ, ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას რაც ამ 7 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არაფერი შეიცვლება, რადგან მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ კოსმეტიკურია და ამით მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისთვის არაფერი გაკეთდება. 

მისივე თქმით, იმ კრიზისიდან რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა, იგივე ხელისუფლება მას ვერ გამოიყვანს.

ირაკლი აბესაძე-ის სურათის შედეგი

„მუდმივი პოლიტიკური პრობლემების ფონზეც კი "ქართული ოცნება" იმყოფება ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. სერიოზული ეკონომიკური სირთულეები. ძალიან მძიმე პოლიტიკური გამოწვევები და ამ ფონზე აბსოლუტურად უავტორიტეტო პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო გუნდი რომელთა სიტყვას და საქმეს არანაირი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, არანაირი პოლიტიკური დანიშნულება ქვეყნის შიგნით არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საკუთარი სახის შენარჩუნებისთვის და მმართველობის გახანგრძლივებისთვის ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს მტავრობის შეცვლის გადაწყვეტილება. თუმცა ჩვენ კარგად დავრწმუნდით, გასული 7 წლის განმავლობაში, რომ ასეთი ცვლილებები ყოველთვის მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის არის და რეალური წინ გადადგმული ნაბიჯები, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისთვის ამას არ მოსდევს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად და დროულად მივიყვანოთ საარჩევნო რეფორმა ბოლომდე და საპარლამენტო არჩევნებზე შეიცვალოს ხელისუფლება,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"კურიერის" ინფორმაციით საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. "ცვლილებები კურიერის" წყაროს ინფორმაციით, ოქტომბერში იგეგმება.

დღის ამბები