18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ეს ნიშნავს, რომ პროექტს დატოვებს დასავლეთი მთლიანად - გია ხუხაშვილი ანაკლიის კონსორციუმიდან კონტი ჯგუფის გასვლაზე 

„ვფიქრობ, რომ კონსორციუმი მაღალი ალბათობით უკვე დამთავრდა“, - ეს განცხადება, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შეფასებისას გააკეთა.

„კონტი ჯგუფმა“ პროექტის დატოვების გადაწყვეტილება დღეს დაადასტურა. გია ხუხაშვილის განცხადებით, მომხდარი პროექტს სერიოზულ ზარალს მოუტანს, რადგან გაიზარდა ალბათობა იმის, რომ დასავლური ინვესტიციები შემცირდეს.

„კონტი ჯგუფის“ დატოვება, არ არის მხოლოდ ამ ჯგუფის გასვლა. ეს ნიშნავს, რომ პროექტს დატოვებს დასავლეთი მთლიანად. ეს არის დანაკლისი იმიტომ, რომ დასავლური ინვესტიციების გასვლა ამ პროექტიდან ჩემი აზრით, მთელ ხიბლს უკარგავს პროექტს. ის რომ შედგეს, ვეღარ იქნება წარმატებული ეკონომიკურად. მე ვფიქრობ, რომ კონსორციუმი მაღალი ალბათობით უკვე დამთავრდა. ხელისუფლება დაელოდება 15 ოქტომბერს და 15 ოქტომბრის შემდეგ რა იქნება, პროექტი გადავადდება თუ ვიღაცას მოიყვანენ და დასვამენ ან თვითონ ააშენებენ, ამას უკვე ვიხილავთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" დატოვა. ინფორმაციას სააგენტო accentnews.ge ავრცელებს. მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.

დღის ამბები