03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც მიზეზებია განმარტებული.

უწყების ინფორმაციით, გენერალურმა სამდივნომ შეიმუშავა და მიმდინარე წლის 18 თებერვალს წევრ სახელმწიფოებში გაავრცელა ახალი ინსტრუქციები ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. ახალი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დაადგინა, რომ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 8 თებერვალს და ეს დადასტურებულია სტატუსის მიმნიჭებელი სახელმწიფოს მიერ.

ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კი ამ კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ იყო განპირობებული საქართველოსთან მიმართებით არსებული პოლიტიკური მოტივებით. ამის გათვალისწინებით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გააუქმა წითელი ცირკულარით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა.

მთავარი პროკურატურა ასევე გამოეხმხაურა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ მიერ ექსტრადირების შესახებ გამოქეყნებულ მონაცემებს, რომელიც უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა.

"სამწუხაროდ, ორგანიზაციას ზემოთ მითითებული დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით" - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები