18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
სია იქნება „ქართული ოცნების“ და კლანის გარიგების შედეგი - კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

„ეს სია იქნება „ქართული ოცნების“ და კლანის გარიგების შედეგი“ - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილმა გააკეთა.

წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დასრულებას ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტთან გადასაგზავნ სიაში, ის მოსამართლეები არიან, რომლებიც გასულ წელს, პარლამენტის მიერ ჩაგდებული სიაშიც იყვნენ. 

"სიაში მყოფი მოსამართლეების დიდი ნაწილი მოხვდება, მათ შორის, მოსამართლეები ალანია, მიქაუტაძე, სილაგაძე და სანდოძე. დაახლოებით, 13 ან 14 კაცი იქნება კლანიდან ან კლანის წარმომადგენლები ან მათი მეგობრები, დაახლოებით, 3 კაცი იქნება "ქართული ოცნების" მიერ ნომინირებული კანდიდატი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 7 კაცი, ვინც იყო 10-კაციან სიაში, აუცილებლად იქნება 20-კაციან სიაში“, - ამბობს კახა წიქარიშვილი.

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. ახლა 50 კანდიდატიდან საბჭოს წევრებმა 20-კაციანი სია უნდა მოამზადონ და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნონ.

 

დღის ამბები