ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლები. რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. ბანერები დამონტაჟებულია, მავთულხლართები გავლებული, მოსახლეობას, რომელთა სახლებიც ე.წ. საზღვარს მიღმა მოექცა, საკუთარი სახლის დემონტაჟისთვის ორი დღეღა დარჩა.
ვითარება უკიდურესად მძიმეა. ხალხი დახმარებას ითხოვს - საქართველოს პრეზიდენტი კი ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე გუგუტინათკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს არ გამოხმაურებია და არც მოსახლეობასთან ჩასულა.
საოკუპაციო ხაზთან ახლა ემოციურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, აცრემლებული გუგუთიანთკარელები უყურებენ ბაღებს, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ მათი იყო. ამის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი არც კამერების წინ არ ჩნდება.
ამ დრომდე გუგუტიანთკარში ერთადერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, ისიც გუშინ გვიან საღამოს, რაც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელი მთავრობა და თქვა, რომ უნიათოები არიან.