18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ოპოზიცია რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია,“ - ცქიტიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძის სავარაუდო დანიშვნაზე საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელ ცვლილებებს, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომით განხორციელდება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინსტანციაში თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ხოლო მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა მისაღებია დიმიტრი ცქიტიშვილისთვის. რაც შეეხება პროკურორის ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით, დეპუტატი ამბობს, რომ მას საპროკურორო საბჭო ირჩევს და არა პარლამენტი.  

„ირაკლი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის კონსტიტუციონალისტი, მე ვინც ვიცი, თუმცა, ჯერჯერობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარე, თუ არ ვცდები ჯერჯერობით, ვაკანსია არ არის... პროკურორი უნდა იყოს ის, ვისაც საპროკურორო საბჭო ირჩევს, კანონის მიხედვით როგორც იქნება შერჩეული ისე მოხდება. ოპოზიცია რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები