18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ოჯახი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობა მდგომარეობა გისოსებს მიღმა უკიდურესად დამძიმდა. გიორგი მამალაძე უკვე რამდენიმე თვეა საწოლს არის მიჯაჭვული და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

მამა გიორგი მამალაძეს გაჩერებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი. მსჯავრდებული სასულიერო პირი დღეს ძმამ მოინახულა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზს სასიკვდილოდ იმეტებენ, შეწყალება კი ერთადერთი გზაა მღვდლის გადასარჩენად.

პატიმარი მღვდლის უფლებადამცველებმა წერილი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დღეს ჩააბარეს. იურისტებს იმედი აქვს, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარს არ იტყვის და ის მარიამობის დღესასწაულზე საკუთარ ოჯახთან შევხდება.

სასულიერო პირის ადვოკატების განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, პირველ რიგში, გადაწყვეტილება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, რადგან ციხის პირობებში მამა გიორგი მამალაძის გამოჯანმრთელება შეუძლებელი იქნება.

გამოსცემს თუ არა სალომე ზურაბიშვილის დეკანოზ მამალაძის გვარზე შეწყალების აქტს უცნობია. სასულიერო პირის უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება საპატრიარქოს გავლენიანი პირების სურვილზე იქნება დამოკიდებული.

დეკანოზი მამალაძე რომ ბევრ ამ დრომდე უცნობ ამბავს ინახავს, ახალი არ არის თეოლოგებისთვის. გერმანიიდან დაბრუნებული მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ციანიდის საუკუნის საქმით ეკლესიის რეპუტაციას და გავლენას დიდი დარტყმა მიადგა, ამის უმთავრეს მოთავედ კი „ქართული ოცნების“ იმდროინდელ ხელისუფლებას ასახელებს.

დეკანოზი მამალაძე 2 წელზე მეტია პატიმრობაშია, მას 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში კრიტიკულად დამძიმდა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მარიამობის დღესასწაულისთვის უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები