18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით - პოლონეთის საგარეო უწყება გუგუტიანთზე 

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს დასავლეთის ქვეყნები ეხმაურებიან. განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის განახლების გამო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბორდერიზაციის პროცესი ძლიერ აზარალებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას. განცხადებაში წერია ისიც, რომ ეს უკანონო ქმედებები არა მარტო ართულებს ადგილზე არსებულ ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხითაც.

პოლონეთის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებები.

ტვიტერის ქსელში ავრცელებს განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. ერიკ ჰოგი შეშფოთებას გამოთქვამს გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების გამო.

"ახალი შემოღობვა ხელს უშლის გადაადგილების თავისუფლებას და შესაძლოა შეაჩეროს ადგილობრივების წვდომა ხეხილის ბაღებთან და წყლის რესურსებთან,"- წერს დანიელი დიპლომატი.

ამავე თემაზე
დღის ამბები