18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
რუსეთ-საქართელოს შორის ომი არ დასრულებულა - რუსთაველის გამზირზე სატელევიზიო გადაცემის სტუმარი დავით სიხარულიძე იყო

ვითარება გუგუტიანთკარში და ხელისუფლების უმოქმედობა - საკითხზე პარლამენტის წინ მოწყობილ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრეს. გუშინდელი გადაცემის სტუმრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები  და ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე იყვნენ.

„კვირას, ღამის პირველ საათზე საელჩოებს უგზავნიან მოწოდებას დაგმონ პუტინის გინება, ამისთვის კვირას ღამე არ ერიდებიან საერთაშორისო საზოგადოების შეწუხებას, ხოლო როცა ეზოებში გუგუტიანთკარში გაჰყავთ საზღვრები, ამაზე თუ მოსახლეობა არ აყვირდა, თვითონ ხმა არ უნდა ამოიღონ,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.

ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი არ დასრულებულა. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთან ბრძოლას ყველა არსებული მეთოდით აგრძელებს.

სიხარულიძემ ყურადღება ხელისუფლების მიერ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვაჭრობის თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებულება ქვეყნისთვის მხოლოდ საზიანო იქნება.

„ხან ჰიბრიდულ ომს ეძახიან, ხან არასწორხაზოვან ომს, მაგრამ ფაქტია ის, რომ 2008 წლის 13 აგვისტოს, როდესაც შეტევა შეჩერდა თბილისზე, ეს ომი არ დასრულებულა, ეს ომი გრძელდება და გრძელდება არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტით, არამედ გრძელდება პროპაგანდით, გრძელდება ეკონომიკური მეთოდებით, გრძელდება ვაჭრობის მეთოდებით. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი რუსეთთან ვაჭრობა, თუკი ჩვენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ და რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულების ზრდა, დამატებით ბერკეტს აძლევს რუსეთს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს,“- განაცხადა სიხარულიძემ.

რუსთაველის გამზირზე, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი, გუშინ გუგუტიანთკარშიც ჩავიდა, თუმცა პოლიციამ ისინი სოფელში არ შეუშვა. ამის გამო რუსი ოკუპანტების მიერ ბორდერიზაციის განახლება ახალგაზრდებმა ჯერ სოფლის შესასვლელში, მოგვიანებით კი გორის მერიასთან გააპროტესტეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები