თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში გადაცემის პროცესი გამჭვირვალე არ არის - ამის შესახებ, აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი. 48-გვერდიან დოკუმენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიას უარყოფითად აფასებს.
აუდიტის დასკვნის თანახმად, საბინაო ფონდის მართვის სისტემაში უამრავი ხარვეზია. უწყებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები.
დასკვნაში წერია, რომ რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საბინაო ფონდის სიმცირის გამო კი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი ბინა არ მიუღია. აუდიტის სამსახური ასევე წერს, რომ სამხედროების ბინით დაკმაყოფილების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, რასაც თავდაცვის სამინისტრო არ იყენებს.