18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ივანიშვილმა გადაწყვიტა ააოხროს ხადას ულამაზესი ხეობა - ლაშა ჩხარტიშვილი

ბუნებრივი მემკვიდრეობის განადგურების მორიგი ფაქტი - „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. ლაშა ჩხარტიშვილმა ხადას ხეობაში დაგეგმილი მაგისტრალის მშენებლობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ვერც ეკონომიკური და ვერც სხვა რაიმე თვალსაზრისით ქვეყნისთვის მომგებიანი ვერ იქნება.

ოპოზიციის წევრი ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაუაზრებელს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მშენებლობა მხოლოდ რუსეთის ინტერესს ემსახურება.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა ააოხროს ხადას ულამაზესი ხეობა, რომელიც არის საქართველოს მარგალიტი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ბუნებრივი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტურიზმის თვალსაზრისით. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი კორუფციული მიზნებისთვის და ამასთანავე რუსეთი საოკუპაციო სახმელეთო ოპერაციის გაიოლებისთვის ააოხროს ეს ხეობა და გაიყვანოს იქ მაგისტრალი და სანაცვლოდ აიღოს თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარიანი ვალი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი და გამოიწვევს ერთის მხრივ, უდიდეს ეკონომიკურ ზარალს, იმიტომ, რომ მოგებული თუკი ვინმე დარჩება ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური, ან თუნდაც საოკუპაციო მიზნებით, ეს იქნება რუსეთი. ისინი ერთის მხრივ საუბრობენ მთის შენარჩუნებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, მეორეს მხრივ, ანგრევენ და ანადგურებენ ჰესებით, თუ ამგვარი გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პროექტების გზით მოსახლეობის საარსებო გარემოს და აიძულებენ მათ დაცალონ ეს ხეობა,“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები