18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"შეიძლება არც იცის“ - დეპუტატი მაკრახიძე იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გორის მერი გუგუტიანთკარში არ ჩასულა 

გუგუტიანთკარში, გორის მერის მოადგილე და მაჟორიტარი დეპუტატი ჩავიდნენ. ერასტი ელიჯარაშვილი ამბობს, რომ  სოფელში, სარწყავ და სასმელ წყალს ე.წ. საზღვარს მიღმა მოქცევა არ ემუქრება.

გორის მერის მოადგილე ამბობს, რომ ხელისუფლებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს.

„სარწყავ წყალს არანაირი პრობლემა არ ემუქრება, სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ ემუქრება. ამ ეტაპზე არის გაჩერებული, რომ განახლდება, მერე ალბათ ვთხოვთ მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, დიპლომატებს, რომ გააჩერონ აღნიშნული მავთულხლართები. ჩვენ გუნდს აქვს კავშირი, რომ მაქსიმალურად გაჩერდეს აღნიშნული პროცესი.... ჩვენ როგორ შევაჩერებთ ამ პროცესს, ჩვენ ჩვენი პარტნიორების დახმარებით უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი, ომში ვერავისთან ვერ ჩავერთვებით“ - განაცხადა  ერასტი ელიჯარაშვილმა

გუგუტიანთკარში, რუსმა ოკუპანტებმა ახალი საზღვარი ისე გაავლეს და ადგილობრივებმაც საკუთარი სახლები აგურ-აგურ ისე დაშალეს, რომ გორის მერი, სოფელში არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაშია და სავარაუდოდ შავ ზღვაზე ისვენებს.

გუგუტიანთკარში იმყოფებოდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” წევრი ამბობს, რომ შესაძლოა გორის მერი საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად ის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

„თუ ქვეყანაშია, საქართველოშია, ამ ამბავს გაიგებდა და ჩამოვიდა და თუ ახლა საზღვარგარეთ არის გასული, შეიძლება არც იცის, არ ვიცი“ - ამბობს იოსებ მაკრახიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები