18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან? - ელენე ხოშტარია საქართველოს 8 მოქალაქის გატაცებას ეხმაურება

შიდა ქართლში, საიდანაც საქართველოს 8 მოქალაქე ოკუპანტებმა გაიტაცეს, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ჩავიდა. დეპუტატი ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების დაცვისთვის არაფერს აკეთებს და მათ მხარში არ უდგას.

„რუსეთი არის საშიში ადამიანებისთვის, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. როდესაც ადგილზე მოვდივართ, გასაგები ხდება, რამდენად დაუცველები არიან ადამიანები. აქ, სადაც რამდენიმე მეტრში არის რუსული ბაზა, მუდმივად უნდა იყოს ბლოკპოსტები, მუდმივად უნდა იცოდნენ, რომ შეეფეთებიან ქართულ პატრულს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს მათთვის შემაფერხებელი, რომ ისე ვერ ისეირნონ, როგორც მათ მოუნდებათ. ადგილზე ნათლად ჩანს, რომ აბსოლუტურად დაუცველი არის სოფელი. სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან. გუგუტიანთკარში, დიდი პაუზის შემდეგ სათითაოდ ჩალაგდნენ და უკვე როდესაც გავლებული იყო და დასრულებული იყო და რაც მთავარია, იმას კი არ იძახიან, რომ როგორ ვებრძოლოთ ამ ყელაფერს, თავს იწონებენ, როგორ გაჩერდა ახლა პროცესიო, აქ სად არიან ახლა?“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ბოლო ორ დღეში ოკუპანტებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები