ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას თავად მმართველი გუნდის დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გეგიძის ინფორმაციით, გამოკითხვაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაიბარეს. ის უწყებაში უახლოეს დღეებში მივა.
ამ დროისთვის უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული ის გამოკითხვაზე.