ბიძინა გეგიძე სუს-ში ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დეტალებზე არ საუბრობს. გეგიძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს არ დააკონკრეტა, რა თემასთან დაკავშირებით არის ის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.
თუმცა, ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყებაში უახლოეს დღეებში მივა. ამას გარდა, გეგიძე ამბობს, რომ გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ბრიფინგზე გააკეთებს.
„ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ სხვა ფორმატზე ვფიქრობ, შეიძლება ეს იყოს ბრიფინგი, შეიძლება ეს იყოს სხვა ფორმატი, სადაც გავაკეთებ დამატებით კომენტარს. პრინციპში, მანდ არაფერი დასამატებელი არ არის,“ - განაცხადა გეგიძემ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი, ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. განცხადებას ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი მის Facebook გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის ანტიკორუფციულ სააგენტოშია დაბარებული.