18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
პრეზიდენტი ლოპოტადან დაბრუნდა, კურიერმა ზურაბიშვილთან გასაუბრება, მის სახლთან შეძლო

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. პრეზიდენტი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე ამბობს - "იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული"-ამბობს პრეზიდენტი.

არ აკეთებს კომენტარს კითხვაზე, აპირებს თუ არა გუგუტიანთკარში ჩასვლას - "ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ... გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი "კურიერთან" საუბრისას. 

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება. 

ოკუპანტებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები