18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ოკუპანტები გუგუტიანთკარში - აკაკი ზოიძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და ოპონენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ეხმაურება. დეპუტატის შეფასებით, რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს.

აკაკი ზოიძე ოპონენტების კრიტიკასაც ეხმაურება, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კონკრეტულად კი პრეზიდენტს და პრემიერს გუგუტიანთკარში ჩასვლისკენ და მოსახლეობასთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ.

ზოიძისთვის ოპოზიციის წევრების კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ ყველა უწყება მუშაობს საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სწორედ განმცხადებელი ჩვენი სახელმწიფო პოზიციის და ეს პოზიციები ყოველდღიურად ფიქსირდება ყველა საჭირო ფორმატში, მათ შორის, ოფიციალური განცხადებებით. ვიღაც თუ იქ არ ჩავიდა და ისვენებს, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგალითად, იყო საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში, მაგრამ ამას სხვა დატვირთვაც აქვს მოსახლეობისთვის და ამ პოზიციას ვიზიარებ, რომ თითოეული საჯარო მოხელე უნდა იყოს ორიენტირებული, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ზოიძემ.

ზოიძე ოპონენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა რუსულ პროვოკაციას ერთად გაუმკლავდნენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები