18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ვითარება გუგუტიანთკარში და გატაცებული მოქალაქეები - დავით ზალკალიანსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა  

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციაზე და გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე სატელეფონო საუბრის შედგა საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარეს შორის.

დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს მუშაობა საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

როდის გაიმართება დაკავებულთა სასამართლო საგარეო უწყებაში ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოფიციალური თბილისი მათ გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმს იყენებს.

„ცოტა ხნის წინ შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ მიროსლავ ლაიჩეკთან. სატელეფონო საუბრის დროს, ბატონმა მინისტრმა საქმის კურსში ჩააყენა სლოვაკი კოლეგა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით და იმ მექანიზმებისა და ბერკეტის გამოყენებით, რაც ჩვენს ხელთ არის, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ინფორმირება, ამ კონკრეტულ საკითხზეც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ამ ფაქტმა თვითონ მოქალაქეების გატაცებამ კიდევ უფრო დაამძიმა ის ვითარება, რაც გამოწვეული იყო ბორდერიზაციის პროცესით, ზოგადად. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად ამ საკითხის გადაწყვეტა,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები