18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
„ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი თანაგუნდელების პოლიტიკურ დევნას იწყებს - გეგიძე სუს-ში დაიბარეს

„ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი თანაგუნდელების პოლიტიკური დევნას იწყებს. ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილის 11:00 საათზე დაიბარეს, თუმცა, „ოცნების“ დეპუტატი გომელაურის უწყებაში 16:00 საათზე მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ჟურნალისტებს შეხვდა.

გეგიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რადგან პარტიას ყველაზე კრიტიკულ და აქტუალურ თემებზე დაუპირისპირდა. გეგიძე დღეს საეჭვო დამთხვევებზე საუბრობდა. გამოძება, რომელის ფარგლებში ის უნდა დაკითხონ, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო.

ბიძინა გეგიძე მმართველ გუნდს პირველად ლად ღიად მოსამართლეების თემაზე დაუპირისპირდა, მან მხარი არ დაუჭირა, ე.წ. კლანის დარჩენას და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის ოდიოზურ კანდიდატებს, ამის შემდეგ ასევე არ მისცა ხმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გავრილოვის ღამის შემდეგ კი გახარიას გადადგომა მოითხოვა.

გეგიძე ამბობს, რომ მისთვის წყალგამყოფი მოსამართლეობის კანდიდატებია და თუკი იუსტიციის საბჭო კვლავ საეჭვო რეპუტაციის პირებს შეარჩევს, ის უმრავლესობას დატოვებს.

გეგიძის კრიტიკული განცხადებები უმრავლესობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა გეგიძემ სხვა პოლიტიკურ ფლანგზე გადაინაცვლოს.

გეგიძეს მმართველ გუნდთან დაპირისპირება დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ოპოზიცია ქვეყნის მართვის რუსულ და არაგამჭვირვალე მეთოდებზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მისი წინა საქმიანობის გამო დაიბარეს, როდესაც ის საქართველოს პოსტი დირექტორის მოადგილე იყო.

გეგიძე ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია, რას ედავებიან. ამიტომ ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

დღის ამბები