18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"რაზეც ვპასუხობდი, ის ისე არ არის ასახული" - სუს-ში მყოფმა დეპუტატმა, გამოკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა 

თითქმის 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მოწმის სტატუსით დაბარებულ დეპუტატს გამოკითხვის ოქიმისთვის ხელი არ მოუწერია, რადგან გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს, მისი აზრის სწორი ფორმულირების მიზნით.

საქმე ეხება პერიოდს, როცა გეგიძე საქართველოს ფოსტაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა თავად დეპუტატი სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს იმ გამოძიებას, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის წასვლიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, თუმცა სუს-ში ახლა დაიბარეს.

გეგიძის თქმით, გაურკვეველია რას ედავებიან. ამიტომ ფიქრობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რადგან ბოლო პერიოდში უმრავლესობის წევრი ღიად აკრიტიკებდა მმართველ გუნდს.

„კითხვები იყო ჩვეულებრივი, არ გავუოცებივარ არც ერთ კითხვას, იმიტომ, რომ ეს იყო პროცესზე. ჯერ მე ხელი არ მომიწერია დღევანდელ ოქმზე. რაზეც ვპასუხობდი, ის ისე არ არის ასახული, რომ ჩემთვის მისაღები იქნება. როდესაც 3 წელიწადზე მეტია ვარ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული და როდესაც ხდება მოწმის სტატუსით დაბარება, შეხვედრა, თავისთავად პოლიტიკასთან, ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირში, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ვარ,“-პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე.

დღის ამბები