18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს - ანალიტიკოსები პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას აპროტესტებენ

КГБ-ს ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს - პრეზიდენტის მრჩევლად საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცრის დანიშვნას, უკვე მოჰყვა სამხედრო ექსპერტების პროტესტი. მათ ზურაბიშვილის ამ ნაბიჯის ახსნა უჭირთ. ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა გიგაური ამბობს,რომ ქვეყანაში საჭირო კადრების დეფიციტი არ არის. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროს ბევრი ექსპერტი არსებობს, რომელთაც განათლება და დიდი პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთში აქვთ მიღებული. 

„ლეჟავა მსახურობდა საბჭოთა КГБ-ში ეგ ისეთი სტრუქტურაა მანდ ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს, ერთხელ რომ შეხვალ იქ რჩებიო სიცოცხლის ბოლომდე. 2019 წელს, როდესაც ამდენი დროა გასული და არ განვიცდით ამ სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებსაც ძალიან სერიოზული განათლება და პრაქტიკული განათლება აქვთ მიღებული და არ არის დეფიციტი ამ სფეროს ექსპერტებში. ამ ფონზე რატომ გახდა საჭირო საბჭოთა კადრის დანიშვნა პრეზიდენტის მრჩევლად, მაშინ როცა ის სამხედრო პირი არცაა და არც ყოფილა, ის წოდება როგორ აქვს მიღებული  ეგეც კიდევ ცალკე საკითხია, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და არანაირი კავშირი ლოგიკასთან არ აქვს,“-ამბობს ”სამოქალაქო მოძრაობის” თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, პაატა გიგაური.

მისი თქმით, ლეჟავა ასევე არის „ქართული ოცნების“ აქტივისტია, სხვა ინფორმაცია მასზე არ არის.

გიგაური გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა მოუნდება ეს აგდებული დამოკიდებულებაა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები