18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
არ შეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები - ლიეტუვას სეიმის წევრი გუგუტიანთკარზე საუბრობს

საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით ლიეტუვის პარლამენტართა ჯგუფი განცხადებას აკეთებს. ლიეტუველი პარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციის 13 წევრი აწერს ხელს. განცხადებაში დეპუტატები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებენ, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

განცხადება ასევე გააკეთა სეიმის წევრმა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„არ შეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში მომავალი ვიზიტის დროს,“ - აცხადებს პავილიონისი.

დღის ამბები