03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და მითუმეტეს ქრისტიანთა ტანჯვა-წამება ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება,"- საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის მდივნის განცხადების არასწორ ინტერპრეტირებაზე საუბრობს. პატრიარქის რეზიდენციაში განმარტავენ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება ასურელი ქრისტიანების შესახებ, სხვადასხვა მედია საშუალებებში არასწორად გავრცელდა.

საპატრიარქოს თქმით, ისინი ამ პრობლემით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესბეულნი არიან და საკითხს საერთაშორისო შეხვედრებზე ხშირად აყენებენ.

"როდესაც ეკლესიამ მუჰამედის და საერთოდ მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, განა შეიძლება სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და მითუმეტეს ქრისტიანთა ჩაგვრა-წამება და კვლა. სახელმწიფო როდესაც დაიწყებს ქმედებებს საპატრიარქო იქნება მაქსიმალურად ჩართული,"-  განაცხადა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბიძინა გუნიამ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები