26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
"ყველამ, ვინც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია" - პუტინი სირიაზე

მოსკოვი მზად იქნება სირიიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, თუ დამასკოს მომავალი ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

"ყველამ, ვინც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება - ამ შემთხვევაში სირიის არაბული რესპუბლიკის, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია. ეს ეხება ყველა სახელმწიფოს. თუ სირიის მომავალი ლეგიტიმური ხელმძღვანელობა იტყვის, რომ მას აღარ სჭირდება რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა, ეს შეეხება რუსეთის ფედერაციასაც რა თქმა უნდა," - პუტინის მიერ არაბული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუს ნაწილს რუსული მედია ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებისგან. როგორც პუტინი აცხადებს, ამის შესახებ ის ირანელ, თურქ და ამერიკელ პარტნიორებს ესაუბრა:

"მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ამ საკითხს აბსოლუტურად ღიად განვიხილავთ ჩვენს ირანელ და თურქ პარტნიორებთან. არაერთხელ ვესაუბრეთ ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსაც.მე ასევე ღიად ვუთხარი ჩემს კოლეგებს: სირიის ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებისგან და სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს სრულად აღდგენილი," - განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები