18 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მარტვილში ეპარქიის გადაბარების პროცესი გრძელდება

მარტვილში ეპარქიის გადაბარების პროცესი გრძელდება. დღეს დილიდან კომისიის წევრები სალხინოს გიმნაზიაში შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მეუფის რეზიდენციის გადაბარების პროცესი. დღეს კი, კომისია გიმნაზიასა და სალხინოში არსებული ღვინის მარნის ინვენტარიზაციას ჩაატარებს.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი ორი დღის წინ დაიწყო. 9 კაცისგან შემდგარ კომისიას, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად იურისტები და ფინანსისტები შედიან, სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს.

დღის ამბები