18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი მაკო გომურის ექსპერტიზის დასკვნას არ იცნობს

ჯანდაცვის მინისტრი 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული მაკო გომურის საქმეს დღეს ბათუმიდან გამოეხმაურა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან აღნიშნა, გომურის ექსპერტიზის დასკვნას არ იცნობს.

"სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ ექსპერტიზამ რა დასკვნა დადო, ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, დავინტერესდები. ჯანდაცვის სამინისტრო და კონკრეტულად მე ვიყავით ჩართული მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციაზე. მას არაერთი პროცედურა ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის კლინიკაში. ასევე იგეგმება მისი თვალის რეაბილიტაციის კუთხით არაერთი პროცედურის ჩატარება უცხოეთში,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მაკო გომური ექსპერტიზის დასკვანას და დაზარალებულის სტატუსის მიღებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

"გავრილოვის ღამის" ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, მისივე განცხადებით ექსპერტიზის ბიუროდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, იყო თუ არა მისი თვალი დაკარგვამდე ჯანმრთელი. 

მაკო გომურს დღეს გენერალური პროკურატურა წერილობით გამოეხმაურა. უწყების ცნობით, აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სხვადასხვა სტანდარტული პროცედურა ხორციელდება.

დღის ამბები