თბილისში მოსკოვის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2 მამაკაცი იჯდა, ხეს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა მგზავრი და და მძიმედ დაშავდა მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.