03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრების სიის შედგენაში აშშ-ს საელჩოს მონაწილეობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების სიიდან ე.წ. კოჭოიას საქმეზე ბრალდებულების ამოღება ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილებით მოხდა.

კაკაბაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ბოლოს მოლაპარაკებებს საელჩოს წარმომადგენლები ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან აწარმოებდნენ.

კაკაბაძე ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს ულტიმატუმის გამო, ე.წ. პოლიტპატიმრების სიის შედგენის პროცესს ჩაშლა ემუქრებოდა.

კაკაბაძის მტკიცებით, ამერიკის საელჩოს მოთხოვნა იყო, სიიდან ე.წ. კოჭოიას საქმეზე ბრალდებულები ამოეღოთ, ამერიკის საელჩოსთან ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას უკავშირდებოდა.

2010 წლის ბოლოს დიპლომატიური სამსახურის სიახლოვეს აფეთქების მცდელობის გამო რამდენიმე პირი სასჯელს დღემდე იხდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ტერაქტები რუსეთის დაკვეთით მზადდებოდა.

ამერიკის ელჩმა კაკაბაძის განცხადებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არ იცის რაზე საუბრობენ ჟურნალისტები. 

ამერიკის საელჩოზე ნანა კაკაბაძის მიერ ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. პოლიტპატიმრების სიის ხელმძღვანელი.

ეკა ბესელია პროცესში ამერიკის ელჩისა და საელჩოს ჩართულობას გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს რომ კომიტეტში ე.წ. კოჭოიას საქმეზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ე.წ. კოჭოიას საქმის მონაწილეების სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, შეკითხვები რომ ჰქონდა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამას უმცირესობაშიც ადასტურებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საკითხზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა მოლაპარაკებებს ყოფილ - პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებდა.

ე.წ. პოლიტპატიმრების სია ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ 2012 წელს მიიღო.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ეკო მაღრაძე, გოგიტა მაღლაკელიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები