03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ელექტროენერგიის საფასური იზრდება

მილიონამდე აბონენტს რეგიონში ელექტროენერგიის საფასური სავარაუდოდ 2 თეთრით გაუძვირდებათ. განაცხადი ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე დღეს წარადგინეს. ტარიფის შეცვლის აუცილებლაობას კოპანიაში ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის მატებით ხსნიან. 

დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნას 10 სექტემბრამდე გაირკვევა. სემეკმა კომპანიასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო. 

ტარიფის გაზრდას არ გამორცხავენ, მაგრამ სემეკის გადაწყვეტილებას ელოდებიან ენერგეტიკის სამინისტროში. კალაძის უწყებაში რამდენიმე ფაქტრორზე აპელირებენ, რამაც შესაძლოა სამომავლოდ სატარიფო პოლიტიკა დააბალანსოს.

მთავრობის არასაწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკვშირებს ელექტროენერგიის საფასურის შესაძლო გაზრდას ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი დარწმუნბულები არიან, რომ სამომხმარებლო ტარიფი არ შეიცვლება.

"ენერგო-პრო ჯორჯია," თბილისისა და კახეთის რეგიონის გარდა მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება.

 

ავტორი ნატა მახვილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები