03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
გიუნტერ ბეხლერი რეგიონებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მთავრობას რეაგირებას სთხოვს

შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი ადასტურებს, რომ მისთვის ინვესტორებისგან მიწოდებული ინფორმაცია რეგიონებში მოსამართლეეების მხრიდან შესაძლო მექრთამეობის შესახებ სერიოზულია.

შვეციარიის ელჩი მთავრობის რეაგირებას ელოდება.

ინფორმაცია დღეს ელჩმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და აგრარული კომიტეტის წევრებს მიაწოდა, მანამდე უსამართლო გადასახადებისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევები უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეს და მინისტრებს გააცნო.

ბეხლერს შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინიტროშიც.

საგადასახადო შემოწმების გაჭიანურებულ პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებულ შეხვედრაზეც.
კომპანიები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურთან პრობლები შეექმნათ, აცხადებენ, რომ კონონმდებლობაში ცვლილებები აუცილებალია.

"იბიარდის" რეგიონული ოფისის ხემძღვანრლის ინფორმაციით, ინვესტორთა სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელიც ამ პრობლემებსაც განიხილავს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ბიზნესის შევიწროებაზე საქართველოში პრემირ-მინისტრს წერილი რამდენჯერმე მიწერა. ფადი ასლის ღარიბაშვილისგან პირადპირი პასუხი არ მიღია, თუმცა გაკეთდა განცხადებები.

ჯერ ყოფილმა პრემიერმა, ივანიშვილმა მოუწოდა მთვრობას საგადასახადო დავების ვადების შემჭიდროვებისკენ, მოგვიანებით კი მოქმედმა პრემიერმა პარლამენტს შემოწმების პროცედურების გაუმჯობესება სთხოვა.

ავტორები: სოფო ზურაბიანი, ნიკა ლეჟავა, მამუკა ჯანაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები