03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"საქართველო ამჟამად რთულ პერიოდს გადის" - პატრიარქი ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე

ბელორუსის პრეზიდენტისა და ილია მეორის შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გამახვილდა ყურადღება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივაც მნიშნველოვანი იქნება ეს ვიზიტი.

"საქართველო ამჟამად რთულ პერიოდს გადის. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალი ღია ჭრილობებია თითოეული ქართველის გულში. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რადგან ამის გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის,"- განაცხადა პატრიარქმა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარებზე. ქვეყნებს შორის ორმხირივი ურთიერთობების მნიშვნელობას ბელორუსის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა. 

"ის ტკივილი, რომელიც თქვენ ახსენეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენთვისაც საკმაოდ ახლოა. არ ჩავუღრმავდები მის ისტორიას, თქვენ ეს კარგად იცით, ისევე როგორც ჩვენი პოზიცია. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველმა ერმა, რაც შეიძლება მალე გადაშალოს ისტორიის ეს სევდიანი ფურცელი." - განაცხადა ლუკაშენკომ. 

 

დღის ამბები