03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში მსოფლიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

ნიუ-იოკრში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ატლანტიკური საბჭოს მსოფლიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება 21 სექტემბერს ჩატარდა და უკვე მეხუთე წელია იამრთება. ამჯერად მსოფლიო მოქალაქის წოდება მსახიობ რობერტ დე ნიროს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ შიმონ პრესს და მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს მიანიჭეს.

დაჯილდოების ცერემონია ნიუ იორკში ამერიკის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები