18 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პარლამენტს 4 ვიცე-სპიკერი ეყოლება- ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნულ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პარლამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნული კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.

როგორც "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, პარლამენტს 4 ვიცე-სპიკერი ეყოლება. ესენია: გია ვოლსკი(პირველი ვიცე- სპიკერი), მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, გაგა კახიანი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე, მდინარაძის შემცვლელად რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება.

თამარ ხულორდავას ადგილს კი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, დავით სონღულაშვილი დაიკავებს.

სოფიო ქაცარავას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ირაკლი ბერაია შეცვლის.

განათლების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გენადი მარგველაშვილი ჩაანაცვლებს.

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი გახდება, ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო წილოსანის კანდიდატურა განიხილება.

დღის ამბები