18 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის პიკეტირებასაც" - შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო სექტორი, რომელიც უმრავლესობამ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებს არ დაასწრო, სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ახალგაზრდული ორგანიზაციების განცხადებით, ბრძოლას ოპოზიციასთან ერთად გააგრძელებენ და კვლავ მიიღებენ მონაწილეობას აქციებსა და პიკეტირებაში.

"გეგემები არ იცვლება. სასესიო კვირასთან ერთად იქნება დიდი აქცია. რეგიონებში სიარულს აღვადგენთ და ლოკალური საპროტესტო აქტივობები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი, პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის პიკეტირებასაც,"- აცხადებს საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. 

დღის ამბები