03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ღონისძიებას დაესწრება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ისინი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხზე თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. ღონისძიებაში 50 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საუბარი შეეხება მსოფლიოში ახლად წარმოქმნილი ინფექციების დროულ გამოვლენასა და რეაგირებას. ვიზიტის მიზანია ასევე რამდენიმე ახალი ერთობლივი ინიციტივის განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. დელეგაციის წევრები სხვადასხვა დონის შეხვედრებსაც გამართავენ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შთატების პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან, სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან და შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრთან.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ღონისძიება შარშან 2013 წლის თებერვალში ამერიკის შეერტებული შტატების ინიციატივიტ დაიგეგმა.

დღის ამბები