ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. ამ ფაქტს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარეთ ის ადამიანები არიან ვისაც "ბიძინა ივანიშვილის მეეზოვეობა" სურს.
"გარეთ შეიკრიბნენ ბიძინას მეეზოვეების ვაკანსიის შევსების მსურველები, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ ბიძინა დღესაც უხდის და ხვალაც მეეზოვეობაში გადაუხდის ფულს. ვისაც უნდა მეეზოვეობა ბიძინასი დგას გარეთ, ვისაც უნდა თავისუფალი ქვეყანა ზის აქ და პარასკევს გამოვა ქუთაისის ქუჩებში,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ