საპატრიარქოს არქივის შესწავლის ინიციატივას მეუფე ნიკოლოზი აკრიტიკებს.
გუშინ ბერ- მონაზონ ანდრია სარიას მიერ გავრცელებული სკანდალური წერილი და მეუფე პეტრეს ინიციატივა, რომელიც 1977 წლიდან დღემდე საპატრიარქოს არქივის შესწავლას გულისხმობს, გააკრიტიკა მეუფე ნიკოლოზმა.
"მე არ მჯერა მაგალითად რა... ვინც რას იტყვის, ვინც რა წერილს გამოაქვეყნებს. ნაწილობრივ გამიგია, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტებს და დადასტურებას, თავისი წესი აქვს. ვინმე მამა ანდრია სარიამ რაღაცა ყალბი დოკუმენტი არ შემოგვაჩეჩოს ხელში. მეუფე პეტრე იყო პირველი და უკანასკნელი, რომელმაც დაარღვია ყველა წესი საეკლესიო. პატრიარქმა უთხრა, როგორ მოინანიოს. უნდა მოინანიოს თუ არ უნდა არ მოინანიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერის ის რასაც თავის თავს მოუგონებს,"-განაცხადა ჟურნალისტებთან, მეუფე ნიკოლოზმა.
დღესვე ღვთისმშობლის ტაძრად მისვლის დღესასწაული საზეიმო წირვით აღინიშნა სიონის ტაძარში, სადაც მრევლს ქადაგებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიმართა.
"ბოლო პერიოდში, პირველად ილია მეორემ აღნიშნა რომ ეკლესიის გარშემო საშინელი ბრძოლაა. მისი თქმით ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს,"- ბრძანა პატრიარქმა.