03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
შსს-ს სტატისტიკას კრიმინოგენულ ვითარებაზე ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ბოლო 3 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ ბოლო სამი თვის შეჯამებულ შედეგებში დანაშაულმა 15 პროცენტით დაიკლო. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კვლევაში, რომლის მიხედვითაც კრიმინოგენული სიტუაცია ქვეანაში გაუმჯობესდა, ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებია შესული.

საგამოძიებო უწყებების მუშაობით და ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობით კმაყოფილები არიან მმართველ გუნდში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკამ ოპონენტების კრიტიკა ამჯერადაც დაიმსახურა. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან რომ მონაცემები გაყალბებულია. არასწორ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელიც.

შოთა უტიაშვილის თქმით, მძიმე დანაშაულის მატება და მსუბუქი დანაშაულის კლება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ყველაფრის აღრიცხავა არ ხდება.

ავტორები: ეკა გაგუა, ნიკა ლეჟავა, რეზო დიდბერაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები