18 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
პრინცესა ტრამპებს არ მიესალმა - ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთი უხერხული მომენტი დააფიქსირეს

ნატო-ს ლონდონში გამართულ სამიტზე ტელეკამერებმა არა ერთი უხერხული მომენტი დააფიქსირეს.

მას შემდეგ, რაც კანადის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა კადრები, სადაც ჯასტინ ტრიუდო სხვა ლიდერებთან ერთად დონალდ ტრამპზე იცინის, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პრინცესა ანა მოექცა.

CNN-ის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლეში დონალდ და მელანია ტრამპები დედოფალმა მიიღო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ხელს, ელისაბედი, პრინცი ჩარლზი და მისი ცოლი ართმევენ.დედოფლის კიდევ ერთი შვილი - პრინცესა ანა კი, მოშორებით დგას. ელისაბედის შენიშვნას - ახლოს მისულიყო და პრეზიდენტს მისალმებოდა, ანამ მხრების აჩეჩვით უპასუხა და ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, ოფიციალური მისალმების ცერემონიალზე პრინცესას ყოფნა გათვალისწინებული არც ყოფილა.

ბუკინგემის სასახლე CNN-ის კითხვებს პასუხს არ სცემს.

დღის ამბები