ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ წუთებში, ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან ექიმია შესული.
როგორც “კურიერს” დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულიამ უთხრა, გიგა (სვიმონ) ქავთარაძე თავს ცუდად გრძნობს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.
“ტკივა ყველაფერი - გული, თავის არეშიც აქვს ტკივილები... ახლაც ექიმია მასთან შესული”,-ამბობს ადვოკატი.
დღეს სასულიერო პირს ბრალი ოფიცილურად წარუდგინეს. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
ავტორი: სალომე ფაცაცია