26 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
აშშ-ში 7 მეტრიანი ნაძვის ხე დონალდ და მელანია ტრამპებმა საზეიმო ვითარებაში აანთეს

საახალწლო სამზადისი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თეთრ სახლთან ნაძვის ხე აანთეს. შვიდმეტრიანი საშობაო ნაძვის ხე საზეიმო ცერემონიისას დონალდ და მელანია ტრამპებმა აანთეს.

შტატებში ნაძვის ხის ამ ფორმით ანთების ტრადიცია 1923 წლიდან არსებობს. საახალწლო სამზადისია ვატიკანშიც.

ნაძვის ხე აანთეს წმინდა პეტრეს მოედანზეც. ყოველწლიური ცერემონია ტრადიციულად პომპეზურად ჩატარდა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო.

ნაძვის ხე ვატიკანს ვენეტოს რეგიონმა გადასცა საჩუქრად. წმინდა პეტრეს მოედანი საახალწლო თემატიკით მორთული 12 იანვრამდე დარჩება.

დღის ამბები