ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 2019 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას უთმობს.
EMC-ში ამბობენ, რომ ახალგორში, შემოდგომის შემდეგ ჰუმანიტარული კრიზისია და მოქალაქეებს სოციალურ საჭიროებებსა და სერვისებზე წვდომა არ აქვთ.
“შემოდგომის შემდეგ, ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია. ადამიანებს არ აქვთ წვდომა ბაზისურ სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებზე და სერვისებზე. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფიქრობს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ნდობის აღდგენის ინტერესზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონებში უფლებრივი მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება და სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკური მოლაპარაკებების რესურსები ეფექტიანი არ არის ამ გამოწვევებს უპასუხოს. ასევე, მიმოხილულია პანკისში არსებული მდგომარეობა და კრიზისული ვითარება. 21 აპრილის მოვლენების შემდეგ, ადგილობრივებში უნდობლობა სამართალდამცავი სისტემების მიმართ გაღრმავდა. ჰესების ინტერესების გამო, სუს-ის და პოლიციის ჩარევა ადგილობრივ სოციალურ ქსოვილში იმდენად ღრმა და ინტენსიური იყო, რომ მათ შორის, ამან განაპირობა ის შეიარაღებული დაპირისპირება ადგილობრივების თქმით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, პანკისის ხეობაში მოხდა.“ - აცხადებს თამთა მიქელაძე.