18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ - უსიამოვნო სუნი სხდომათა დარბაზში

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ.

სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა.

უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ინფორმაციით, ალერგიული ფონის მქონე რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. ექიმების დახმარება დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და სვეტლანა კუტბას, ასევე პარლამენტის ერთ თანამშრომელს დასჭირდათ.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნით 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 

  

დღის ამბები