18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულები თავს უკეთ გრძნობენ

პარლამენტშ გაურკვეველი ნივთიერების დაქცევის შემდეგ, ადამიანები, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, ამ დროისთვის თავს უკეთ გრძნობენ.

დაშავებულებს შორის არიან ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. ასევე, მედიკოსების დახმარება დასჭირდათ ფოტოგრაფსა და კიდევ ერთ თანამშრომელს.

დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. გაურკვეველი სითხის დაქცევის გამო პარლამენტის სხდომა შეწყვეტილი იყო. 

"ქრონიკური ენდოტრაქიალური ალერგია მაქვს და ამით იყო ეს გამოწვეული ალბათ. აღმომიჩინეს სამედიცინო დახმარება, გადაყვანაზე უარი განვაცხადე და არ ვგრძნობ თავს ცუდად. მე ვფიქრობ, რომ უკეთესად ვარ. ის ორივე დავინახე, მარგამ რა გააკეთეს არ დამინახავს.“ - აცხადებს ენძელა მაჭავარიანი.

შსს-მ პარლამენტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

დღის ამბები