18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
მამა ანდრია სარია დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის საკადრო წმენდა ეპარქიაში - მამა ანდრია სარია დაუმორჩილებლობის ბრალდებით ეპარქიიდან გაათავისუფლეს. მეუფე გრიგოლ კაციასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სასულიერო პირის საკითხი, რომელიც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს თანამოაზრეა, სინოდალურ კომისიაზე განიხილეს. მამა ანდრია სარიამ კომისიიდან პირველი გაფრთხილებაც მიიღო, ახლა ილია მეორემ უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს ის საეკლესიო ცხოვრებას.

"პირველი შეხვედრა გაიმართა ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელმაც მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი  ჭყონდიდის ეპარქიიდან და ამავე დროს ჩემი საკითხი გადაეცა სინოდალურ კომისიას. დღესვე შეიკრიბა სინოდალური კომისია, სადაც მღვდელმთავრები იყვნენ, ეს საუბარი ორმხრივად ჩაწერილია. მომეცა პირველი გაფრთხილება, ვრჩები სასულიერო პირის სტატუსში და ველოდები ოქმს. როგორც მითხრა კომისიამ, შეეკითხებიან მის უწმინდესობას თუ სად განმაჩენს მღვდელმსახურებისთვის,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

დღის ამბები