მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.
მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით, 4 -ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება.
ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო.