18 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"მივიღეთ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი პარლამენტში" - მაია ნიკოლეიშვილი

"სამწუხაროდ ომბუდსმენი დუმს და ამ დუმილს მივეჩვიეთ, ეს არ არის მათი ინტერესი" - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, პარლამენტში ქიმიური ნივთიერების გამოყენების შეფასებისას აცხადებს. 

დამოუკიდებელი ექსპერტი, შპს "რეალექსპერტის" ხელმძღვანელი მაია ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტში სითხის დაღვრა უკანონოდ მოხდა და აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვეს.

"მივიღეთ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი პარლამენტში და ვინც ეს გააკეთა, ვერ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის გრძნობა. ამას პერფორმანსს ვერ დავარქმევ, ეს არის  ადამიანის უფლებების დარღვევა, სამწუხაროდ ომბუდსმენი დუმს და ამ დუმილს მივეჩვიეთ, ეს არ არის მათი ინტერესი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონვენციები, როცა ომბუდსმენი დუმს" - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები