18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
აუცილებელი არაა დეკანოზ მამალაძის ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ. 

მისი შეფასებით, არ არის აუცილებელი, დეკანოზი ციხეში იჯდეს.

"მე მგონია, რომ შეიწყალებენ, მაგრამ შეწყალება რთული პროცესია. მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილი აქვს. ჩვენს ქვეყანაში საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. საერთოდ ასე ხდება, რომ ადამიანი რაღაცას ჩაიდენს, დაიჭერენ და მერე იწყალებენ," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები