18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია" - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის, პოზიცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს. 

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრი დამატებით განმარტებებს გააკეთებს.  

"მე მივესალმები, რომ დღეს საზოგადოება ამ საკითხზე დგას ერთად. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია, მე არ მივესალმები. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მით უმეტეს - ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, ის დამატებით განმარტავს და ახსნის, რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი," - განაცხადა თალაკვაძემ.

კუხიანიძის პოზიცია მიუღებელია დიმიტრი ხუნდაძისთვისაც. "ქართული ოცნების" წევრი იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდს შესაბამისი რეაქცია ექნება.

დღის ამბები